2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 7 395,00 ტონა ტვირთი გადაზიდა.

საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ქართული სატვირთო კომპანია Georgian Airlines-ი, რომელიც იანვარ-მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 5 394,92 ტონა ტვირთს მოემსახურა.

ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იანვარ-მარტში განმავლობაში 1 499,23 ტონა ტვირთი გაატარა.

3 თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა თურქული ავიაკომპანია MNG Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 1 366,04 ტონა ტვირთი გადაზიდა.

რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი EASY CHARTER-ი, რომელიც 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 1 045,03 ტონა ტვირთს მოემსახურა.

მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:

Turkish Cargo;

Georgian Airlines;

Cargolux Airlines;

MNG Airlines;

EASY CHARTER.

2024 წლის იანვარ-მარტში გადაზიდული ტვირთის რაოდენობა შეადგენს 45 022,58 ტონას.

avianews.ge