2024 წელს, არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრში, ე.წ. „შავ სიაში“, რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 465 შემთხვევაზე მიიღო გადაწყვეტილება. მათგან 337 სააგენტომ „შავ სიაში“ დაარეგისტრირა, 95 - გააფრთხილეს, 21-ს - უარი ეთქვა, ხოლო 12 საკითხი განუხილველი დარჩა - ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოს 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
აღსანიშნავია, რომ „შავ სიაში“, 2023 წელთან შედარებით, 56-ით ნაკლები სარეგისტრაციო მოთხოვნა გაჩნდა, 53-ით ნაკლები დარეგისტრირდა, 30-ით მეტი გააფრთხილეს, 8-ით ნაკლებს უარი ეთქვა, განუხილველი კი 8-ით მეტი საკითხი დარჩა.
რაც შეეხება „თეთრ სიას“, სახელმწიფო შესყიდვებში კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრში, ეკონომიკური ოპერატორების დარეგისტრირების თაობაზე ჯამურად 262 (2023 წელს - 241) გადაწყვეტილება მიიღეს: 143 დარეგისტრირდა (2023 წელს - ასევე 143); რეგისტრაცია 89 მიმწოდებელს გაუგრძელდა (2023 წელს - 58); უარი 7 მიმწოდებელს უთხრეს (2023 წელს - 4); ხოლო განუხილველად 51 მიმწოდებლის (2023 წელს - 36) საკითხი დარჩა.