ბრიტანული გამოცემა The Economist-ი გაერო-ს ადამიანის განვითარების 2023 წლის ინდექსის მიხედვით რეიტინგს აქვეყნებს.

ცხოვრების სტანდარტების რეიტინგში საქართველოს მაქსიმალური 1 ქულიდან 0,844 ქულა აქვს და ის სიაში 57-ე პოზიციას იკავებს. ამ მაჩვენებლით საქართველო ასწრებს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანას, ბალტიის ქვეყნების გარდა.

კვლევის თანახმად, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74,5 წელია, სწავლის საშუალო ხანგრძლივობა – 16,8 წელი, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავალი – 20 753 დოლარი.

რეიტინგის მიხედვით, ცხოვრების საუკეთესო სტანდარტების მქონე პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ისლანდია (0,972 ქულა), ნორვეგია (0,970 ქულა), შვეიცარია (0,970 ქულა), დანია (0,962 ქულა) და გერმანია (0,959 ქულა). რეიტინგში ბოლო, 193-ე საფეხურზე სამხრეთ სუდანია.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ინდექსი არ ითვალისწინებს ქვეყნებს შიგნით უთანასწორობას. ამიტომ ქვეყნებში მდიდარი და ღარიბი მოქალაქეებისთვის ცხოვრების სტანდარტები, შესაძლოა, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.

პირველი არხი