Time Higher Education-მა, სხვადასხვა მიმართულების მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2025 წლის სია გამოაქვეყნა. მათ შორის ტოპ-სასწავლებლები შემდეგი მიმართულებებით გამოვლინდა:

  • ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • ბიზნესი და ეკონომიკა;
  • კომპიუტერული მეცნიერება;
  • განათლების კვლევები;
  • ინჟინერია;
  • სამართალი;
  • სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
  • მედიცინა და ჯანმრთელობა;
  • ფიზიკის მეცნიერებები;
  • ფსიქოლოგია;
  • სოციალური მეცნიერებები.

სტენფორდის უნივერსიტეტის თითქმის ათწლეულის ლიდერობის შემდეგ, ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში საუკეთესოს სტატუსს წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაეუფლა. Time Higher Education-ის კვლევის თანახმად, ის ასევეა ტოპ-სასწავლებელი ბიზნესისა და ეკონომიკასა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.

ამგვარი შეფასება MIT-ს ზოგად რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესებაშიც დაეხმარა. ცნობისთვის, ის 2025 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში, რომელიც ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოქვეყნდა, მე-2 ადგილზეა. წინა რეიტინგში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი მე-3 ადგილს იკავებდა.

11 მიმართულების მიხედვით შედგენილ რეიტინგში სტენფორდის უნივერსიტეტმა პირველი ადგილი დაიკავა განათლების კვლევების, სამართლისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით. ჰარვარდის უნივერსიტეტი კი, რომელიც ზოგად რეიტინგში მე-3 პოზიციაზეა, ლიდერია ინჟინერიისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით.

ფიზიკის მეცნიერებებში ტოპ-სასწავლებლად კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (Caltech) დასახელდა. დანარჩენ ორ მიმართულებაში, კომპიუტერულ მეცნიერებას და მედიცინასა და ჯანმრთელობაში, ოქსფორდის უნივერსიტეტი, ზოგადი რეიტინგის პირველადგილოსანი, ლიდერობს.

წყარო: forbs.ge