ბიუჯეტი შესრულდა თან ისე, რომ არ გაზრდილა არც სახელმწიფო ვალი, არც ბიუჯეტის დეფიციტი და გაიზარდა მხოლოდ ხელფასები, პენსიები, - ამის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტზე ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა.

„ბიუჯეტი გაიზარდა ძალიან დიდი რაოდენობით, ყველა მიმართულებით. ეს არის სოციალური, ინფრასტრუქტურული, ეს არის ეკონომიკის განვითარების. ყველა ეს მიმართულება შესრულდა. შესრულდა თან ისე, რომ არ გაზრდილა არც სახელმწიფო ვალი, არც ბიუჯეტის დეფიციტი და გაიზარდა მხოლოდ ხელფასები, პენსიები და ა.შ. ამიტომ, ჩემი აზრით, ბიუჯეტი კარგად არის შესრულებული. რაღაც მიზეზი კი, ყოველთვის შეიძლება იყოს. რაზეც, ამომწურავი პასუხები გაეცა", - თქვა კვიჟინაძემ.