კვლევითი საბროკერო კომპანია Bernstein-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ფლაგმანი კრიპტო აქტივის, BTC ფასი უახლოეს მომავალში ზრდას აღადგენს. კრიპტოვალუტის ექსპერტებმა აცხადებენ, რომ კრიპტოვალუტის სამიზნე ღირებულება $150,000 იქნება 2025 წლის ბოლოსთვის.

ანალიტიკოსები გაუტამ ჩუგანი და მაჰიკა საპრა მიიჩნევენ, რომ ETF-Bitcoin-ის შემოდინება  შენელდა.

„ჩვენ არ ველით, რომ ზრდის შენელება შემაშფოთებელ ტენდენციად გადაიქცევა. გვჯერა, რომ ეს არის დროებითი ფენომენი, სანამ ETF არ გახდება ინტეგრირებული კერძო ბანკის პლატფორმებთან, სიმდიდრის მრჩევლებთან და კიდევ უფრო მეტ საბროკერო პლატფორმებთან“, - აღნიშნეს სპეციალისტებმა.

ბიტკოინის ETF შემოდინება მნიშვნელოვნად შენელდა მას შემდეგ რაც 12 მარტს შემოდინებამ $1.05 მლრდ-ს მიაღწია. დაახლოებით ამავე დროს, ბიტკოინის კურსი თავის ყველა დროის მაქსიმუმს - $73,800 მიუახლოვდა.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ფაქტობრივად, BTC საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვაჭრობდა $62,000-დან $72,000-მდე დიაპაზონში. ეს ტენდენცია თებერვლის ბოლოდან შეიმჩნეოდა.

ანალიტიკოსები ვერ ხედავენ მკაფიო იმპულსს შემდგომი ზრდისა და კლების მოკლევადიან პერიოდში. მკვლევრებმა ასევე განაცხადეს, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია (SEC) უარყოფს 23 მაისამდე Ethereum-ზე სპოტ ETF-ების გაშვებას.

მანამდე ბერნშტეინმა განაცხადა, რომ ბიტკოინი 2024 წლის ბოლოსთვის 90 000 დოლარს მიაღწევდა.