ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების შევსებას აგრძელებს. Bmatch პლატფორმის მეშვეობით მარტის განმავლობაში სებ-მა 127.8 მილიონი დოლარი შეისყიდა. Bmatch-ზე შესყიდვები ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევსების მიზნით განხორციელდა.

2024 წლის იანვარ-მარტში ჯამში რეზერვების შესყიდვებმა 216 მილიონი დოლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ბოლო თვეებში სავალუტო რეზერვების მოცულობის 375 მილიონი დოლარით, 4.74 მილიარდ დოლარამდე შემცირებამ გამოიწვია.

ეროვნულმა ბანკის მიერ აპრილის განმავლობაში შესყიდული თანხის მოცულობის შესახებ ინფორმაცია, ცნობილი მომდევნო თვის 25 რიცხვში გახდება.