საქართველოს საჯარო სექტორში ყველაზე მაღალი ხელფასები არც მინისტრებს და არც სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებს არ აქვთ. ანაზღაურების მხრივ საჯარო სექტორში პირველ ადგილს უცხოეთში მოღვაწე ქართველი დიპლომატები იკავებენ. დიპლომატების უმრავლესობის შემთხვევაში წლიური ანაზღაურება 200 000 ლარს აჭარბებს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში 300 000 ლარსაც ცდება. 

საქართველოს ელჩების ანაზღაურებები ქონებრივი დეკლარაციების თანახმად:

თანამდებობა დიპლომატის სახელი/გვარი ხელფასი
იაპონიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ლეჟავა $141,300
კანადაში საქართველოს ელჩი და სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე $117,526
დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი ნათელა მენაბდე €100,098
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი იოსებ ჩახვაშვილი $95,616
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე $88,704
მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ზაზა გაბუნია $88,000
უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი $84,752
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი დავით სოლომონია €77,532
საქართველოს ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი $82,528
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი $78,000
ირლანდიაში საქართველოს ელჩი გიორგი ზურაბაშვილი €71,392
ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი €70,083
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი $70,596
ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ ყარაულაშვილი €63,156
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე €62,375