დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, 30-ე კორპუსის მიმდებარედ, ერთ ჰექტარ ფართობზე, სკვერი ეწყობა.

მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„დაახლოებით, ერთი ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე იყო გარკვეული მითვისებული სივრცეები, რაც გამოთავისუფლდა. ამჯერად, ადგილზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც წლის ბოლოსთვის დასრულდება - სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემებით. მომავალი წლის გაზაფხულისთვის ხე-მცენარეები დაირგვება. პროექტის ფარგლებში, მოსასვენებელი სივრცეები, პატარებისთვის ატრაქციონები, ცხოველების ზონა მოეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, უკანონო შემოღობვები დაიშალა. ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გამოხშირვა - გაწმენდის სამუშაოები განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, მოიჭრა თვითნათესი მცენარეები.

პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს.

კახა კალაძესთან ერთად ადგილზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე იმყოფებოდნენ. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს