პროფესიონალი სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლისთვის ტვირთის უსაფრთხოდ და დანიშნულ დროზე მიტანა შესასრულებელი სამუშაოს მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. ამ ამოცანის შესრულებისას ასევე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო პარკირება.

მძღოლების მხრიდან, შრომისა და დასვენების გრაფიკის დაცვის, საცობების ასევე ჩატვირთვა – გადმოტვირთვის და ტვირთის დამაგრების რუტინული ყოველდღიური საქმიანობის მიუხედვად,  მძღოლისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანს საკითხს  შესვენების დროს საიმედო და უსაფრთხო პარკირება წარმოადგენს.

ფართოდაა გავრცელებული ტვირთის მათ შორის საწვავის ქურდობა, ასევე მესამე ქვეყნების მოქალაქეების ნახევარმისაბმელებში უკანონო შეღწევადობა. ხშირია შეიარაღებული ძარცვის და მხუთავი აირით მძღოლების მოწამვლის შემთხვევები, რაც მძღოლების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ამონარიდი გერმანიის პოლიციის ერთი დღის ანგარიშიდან – „ჰოლანდიური სატვირთო მანქანის მძღოლმა განაცხადა, რომ მის მანქანას თავს დაესხნენ უცნობი თავდამსხმელები და საქონელი მოიპარეს.

მან გააჩერა თავისი სატვირთო მანქანა Willrodaer Forst-ის ავტოსადგომზე  A4 ტრასაზე, ფრანკფურტთან, დილით, მძღოლმა შენიშნა, რომ ლუქი გატეხილი იყო. მოპარული საქონლის ღირებულებამ  4 400 ევრო შეადგენა.

სატვირთო მანქანას ასევე დაესხნენ თავს კუჰბერგის ავტოსადგომზე, რომელიც ბერლინის სიახლოვეს A9 ტრასასთან მდებარეობს. ამ შემთხვევაში, თავდამსხმელებმა წინასწარ დააზიანეს ბრეზენტის ტენტი, რათა ნახევრადმისაბმელში შესაძლო ნაძარცვი შეემოწმებინათ“.

ხშირია პოლიციის მხრიდან ასეთი ანგარიშები.

გამოცდილი მძღოლების გამოკითხვის საფუძველზე შეირჩა ევროპაში 20 ყველაზე სარისკო საპარკინგე ადგილი.

წარმოდგენილი სია  პირად გამოცდილებას, კოლეგების გამოხმაურებას, პოლიციის ანგარიშებს და პოპულარული  Yanosik და TruckFly ის აპლიკაციებს  ეფუძვნება.

ევროპაში სახიფათო პარკირების ადგილების ქვემოთ წარმოდგენილი საინფორმაციო – გამაფრთიხელებლი  სია, სასარგებლო იქნება  ქართველ გადამზიდველებისთვის.

ჩამონათვალში მოყვანილი სახიფათო საპარკინგების არეალების წინმსწრები ცოდნა მძღოლებს დაეხმარება ევროკავშირის სივრცეში უსაფრთო  პარკირების არეალების შერჩევაში.  

Vamar (საფრანგეთი, A1 – პარიზის მახლობლად): ცნობილია მძღოლის სალონში  ხშირი შეჭრებით, საწვავის ქურდობით ასევე ფიქსირდება მძღოლების მხუთავი აირით მოწამლის შემთხვევები, ეს ყოველივე კონტროლისა და პატრულირების ნაკლებობის გამო ხდება.

Haseldonk (ნიდერლანდები, A16 – ბელგიის საზღვარი): მიუხედავათ პარკირების გარე პერიმეტრზე უსაფრთხოების ნორმების დაცვისა, პარკირების შიდა არეალში მოქმედებს ქურდების ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც ძირითადად სპეციალიზირებულნი არიან მისაბმელების ტენტების გაჭრასა და ტვირთების დატაცებაში.

La Jonquera (ესპანეთი, AP-7 – საფრანგეთთან საზღვართან ახლოს): განსაკუთრებით საშიშია დაუცველი ავტოსადგომები, სადაც მძღოლები ქურდობის, ძარცვისა და მანქანაში შეღწევის აგრესიული მცდელობის მსხვერპლნი ხდებიან.

Cale Total (საფრანგეთი, A16): რაიონი ხასიათდება მიგრანტების მაღალი რაოდენობით, რაც იწვევს გახშირებულ ქურდობას, მისაბმელების ძარცვას, ხშირია კაბინებში ძალის გამოყენებით შეღწევის მცდელობები.

Esso Medway (დიდი ბრიტანეთი, დარტფორდამდე, M20): მიტოვებული და გაუნათებელი ავტოსადგომი, სადაც ხშირია საწვავის შევსების დროს მძღოლის სალონში შეღწევის და ძარცვის შემთხვევები.

Air du Poulet de Bresse – „Kogut“ (საფრანგეთი, A39): პოპულარული სადგომია, განსაკუთრებით ღამით გახშირებულია ქურდობის შემთხვევები.

Vironve (საფრანგეთი, A13 – პარიზის მიმართულებით): ხშირად მოიხსენიება, როგორც ორგანიზებული ჯგუფების მიერ სალონში გაზის შეშვების და მისაბმელის ტენტის გაჭრის ადგილად.

Bierj (ბელგია, E411 – ბრიუსელის მახლობლად): ფიქსირდება საწვავის და ტვირთის ქურდობის ხშირი შემთხვევები. ღამით ავტოსადგომი ხშირად ცარიელია და პარკირების სივრცე განათების გარეშეა.

Irun (ესპანეთი, N-1 – საფრანგეთის საზღვარი): სადგომი ხასიათდება ქაოტური გარემოთი, სახეზეა უსაფრთხო პარკირების ადგილების ნაკლებობა და გახშირებულია ქურდობები.

A2 Marienborn (გერმანია  პოლონეთის საზღვართან სიახლოვეს მდებარეობს): სატრანზიტო ზონაში ხშირია მისაბმელებში და მძღოლის სალონში შეღწევები.

Brumath Nord (საფრანგეთი, A4, სტრასბურგის მახლობლად): გახშირებულია სატრანსპორტო საშუალების მისაბმელებიდან საქონლის ქურდობა, რაც სხვა მძღოლების თანდასწრებითაც კი ხდება. თვალშისაცემია ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფების აქტივობა.

Lommel (ბელგია, N71, სამრეწველო ზონა): ღამით პარკირება უსაფრთხო არ არის. მარტივია ძარცვის მიზნით გაჩერებული მანქანებში გარეშე პირების შეღწევადობა.

Passau (გერმანია, A3, ავსტრიის საზღვართან ახლოს): გადატვირთული მოძრაობაა და სახიფათოა პარკირება. დაფიქსირებულია ტუალეტიდან დაბრუნებულ მძღოლებზე ხშირი თავდასხმები.

Bettembourg (ლუქსემბურგი, A3): ინტერმოდალური ტერმინალის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მძღოლებს საათობით ლოდინი უწევთ, ხშირად დაცვის გარეშეა დარჩენილი.

Autohof Lutterberg (გერმანია, A7): ხშირია მისაბმელის ტენტების გაჭრა და დალუქულ სატრანსპორტო საშუალებებზე პლომბების შეხსნა. ობიექტის სიღრმეში უკონტროლო ტერიტორიაა.

Porta Westfalica (გერმანია, A2): პარკირების გასასვლელი ცნობილია საწვავის გახშირებული ქურდობით.

Saint-Arnoult-en-Yvelines (საფრანგეთი, A10): ემიგრანტებით ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული და სახიფათო რაიონია, პარკინგზე გახშირებულია ძარცვები.

Wiener Neudorf (ავსტრია, A2): სამრეწველო ზონა მცირე პატრულირებით. ბევრი მძღოლი აფიქსირებს მისაბმელის ტენტების გახშირებულ დაზიანებას.

Modena Nord (იტალია, A1): პარკირების არეალი ხასიათდება მომძლავრებული ადგილობრივი დანაშაულით, ტენტების დაზიანებებით, ქურდობით, რაც განპირობებულია ღამით დაცვის არარსებობით.

Sempeter (სლოვენია, იტალიის მახლობლად): სატრანზიტო ავტოსადგომი არასათანადო დაცვით და ცუდი განათებით ხასიათდება, რაც  ქურდებისთვის იდეალური ადგილია.

წყარო: truckeronroad.com  transcor.ge