რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 5 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება - განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„საბაგირო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 6 აგვისტოს განაახლებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.