კომპანია “ახალი ხედვა” 2012 წლიდან მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულსა და ტრავმატოლოგურ ნივთებს სთავაზობს. სამედიცინო მაღაზიებში ექსკლუზიური ბრენდების Anita-ს, Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Bauerfeind-ის, Tipsan-ის, Berger-ისა და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასებშია წარმოდგენილი. განვიხილოთ, ცნობილი ბრენდების მიერ ყველაზე მოთხოვნად სამედიცინო პროდუქტებს:

 

ვარიკოზის მოვლის საშუალებები - აუმჯობესებს ქვედა კიდურების ვენებში სისხლის მიმოქცევასა და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ორთოპედიული სუპინატორები - ადამიანებს ტერფთან დაკავშირებული დაავადებების მართვის პროცესში ეხმარება და ამასთანავე, მათი წარმოქმნის პრევენციასაც უზრუნველყოფს. სუპინატორს, ძირითადად, ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენებენ.

ავადმყოფის მოვლის საშუალებებია - ყავარჯენი, შშმ პირის ეტლი, თვითგადაადგილების საშუალებები, ხელჯოხი და ნაწოლების მატრასი. “ახალი ხედვა” ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების პაციენტის მოვლის საშუალების იმპორტსა და რეალიზაციას.

ორთოპედიული ფიქსტორები - სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. ეს შეიძლება იყოს ტკივილის შემსუბუქება, რეაბილიტაციის პერიოდი, იმობილიზაცია ან რომელიმე დაავადების პრევენცია. იქიდან გამომდინარე, რომ ფიქსატორის გამოყენება დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციასაც უზრუნველყოფს,  მისი ტარება გარკვეული დაზიანების ან ტრავმის შემდგომაც რეკომენდებულია, მაგალითად, მოტეხილობა, დაჭიმულობა ან ღრძობა.

სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს პროდუქტის შეძენისთვის საუკეთესო მეთოდებს სთავაზობს. თბილისის გარდა, საფირმო მაღაზიებით საქართველოს სამ რეგიონში - გორში,  ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი.  პროდუქტის შეძენა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეარის შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატებაა საჭირო. თბილისის მასშტაბით კონსულტანტის მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.