12 აპრილს, 17:00 საათზე, „ნიუ ჰოსპიტალსში“ კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის დამაარსებლის, აკადემიკოსის, პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი გაიხსნება. ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია, მედიცინის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, PSP ჯგუფის დამფუძნებლები და პეტრე სარაჯიშვილის ოჯახის წევრები.

პეტრე სარაჯიშვილი, უცხოეთში განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტს.

მრავალპროფილური კლინიკის, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილება პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე 2011 წელს შეიქმნა და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა.