გამოჩნდა ახალი ხელოვნური ინტელექტი სახელწოდებით AsymMirai, რომელსაც, მამოგრაფიის მონაცემების საფუძველზე, შეუძლია ძუძუს კიბოს 5-წლიანი რისკის განსაზღვრა. ამ ინოვაციურმა მოდელმა შესაძლოა, ძუძუს კიბოს სკრინინგსა და დიაგნოსტიკაში რევოლუცია მოახდინოს. 


ჟურნალ Radiology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ძუძუს კიბო ჯანდაცვის სერიოზულ პრობლემად რჩება, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ქალს აწუხებს

მანამდე, მსგავსმა პროგრამა Mirai-მ საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა, თუმცა სპეციალისტებს გარკვეული შიშები მაინც რჩებათ, რადგან, მათი თქმით, შესაძლოა, პრობლემა შექმნას ინტერპრეტაციამ და შედეგად, არასწორმა დიაგნოზმა.

AsymMirai-მ კი, კვლევის თანახმად, რომელშიც 80 ათასზე მეტი ქალი მონაწილეობდა, კიბოს პროგნოზირებაში გასაოცარი სიზუსტე გამოავლინა.

„მარჯვენა და მარცხენა ძუძუს ქსოვილებზე დაყრდნობით, ჩვენ გასაოცრად მაღალი სიზუსტით შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, განუვითარდება თუ არა ქალს კიბო მომდევნო 1-5 წლის განმავლობაში,“ - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ჯონ დონელიმ. 

წყარო: jandacva.ge