რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას „reuters-ი“ ავრცელებს.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დასავლური ბირთვული სახელმწიფოების სამეული არის კიევის კრიმინალური რეჟიმის მთავარ სპონსორებს შორის, ასევე სხვადასხვა პროვოკაციული ნაბიჯის მთავარი ინიციატორი. ჩვენ ამაში ვხედავთ სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს, რაც იწვევს ბირთვული საფრთხის დონის ზრდას,“ – აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი.