გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაერთიანებული საამიროების კანდიდატი - შაიხან ნასერ ალ ნოვაისი აირჩიეს.
შეიხა ალ ნოვაისი თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც პოსტს ორი ვადით იკავებდა, მიმდინარე წელს კი საქართველოს მთავრობამ მისი კანდიდატურა უკან გაიწვია.