გუშინ ჩვენ დავინახეთ, რომ პრაქტიკულად რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოში და საზოგადოებამ აირჩია გამჭვირვალობა. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა,  გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა გადაწყვიტა მანიპულაცია, მუხლობრივ განხილვაში ვითომ მიიღო მონაწილეობა და ყველა მუხლზე კითხვას სვამდა, რომ ეს არის რუსული კანონი. რეალურად შინაარსში არ შედიოდნენ და ვითომ გააგონეს მსოფლიო საზოგადოებას, რომ ისინი შევიდნენ განხილვაში. აქამდე თუ ზოგადად კანონზე ამბობდნენ, რომ ეს არის რუსული კანონი, ახლა ყოველ მუხლზე ამბობდნენ, რომ ეს არის რუსული კანონი. რა თქმა უნდა, ამის საშუალებას მათ არავინ მისცემს. გუშინ ჩვენ დავინახეთ, რომ პრაქტიკულად რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოში და საქართველოს საზოგადოებამ აირჩია გამჭვირვალობა,“ - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის შემდეგ ე.წ. რუსულ კანონის შესახებ კანონპროექტს დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.