„სამწუხაროდ, შეთანხმება არ არსებობს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონპროექტზე. 9 პუნქტზე პროგრესის სიმწირე დიდი შეშფოთებაა გერმანიისთვის”, - ასე ეხმაურება გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, სვენ გიგოლდისა და გერმანული ბიზნესის დელეგაციის თბილისში ვიზიტს.

ელჩი წერს, რომ შეხვედრაზე განიხილეს 9 პუნქტთან დაკავშირებით საქართველოს პროგრესის არ არსებობის საკითხი და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შეუსაბამობა ევროკავშირთან.

„მივესალმე გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს სვენ გიგოლდს და გერმანული ბიზნესის დელეგაციას თბილისში. განვიხილეთ საქართველოს ყველა შესაძლებლობა ევროკავშირში, ბიზნესი და სხვა. აღვნიშნეთ პროგრესის არარსებობა 9 პუნქტთან დაკავშირებით და “გამჭვირვალობის კანონის” შეუსაბამობა ევროკავშირთან, რაც პროგრესს აღკვეთავს.

კარგია, რომ გერმანიის ეკონომიკის სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი და საქართველოს პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი გუშინ ერთმანეთს შეხვდნენ. გულწრფელი აზრთა გაცვლა.

სამწუხაროდ, შეთანხმება არ არსებობს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონპროექტზე. 9 პუნქტზე პროგრესის სიმწირე დიდი შეშფოთებაა გერმანიისთვის”, - წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.