„ვერავინ უნდა შეძლოს ყოველ წელს რევოლუციების მოწყობის მცდელობა“, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არ  არის მეგობრობა და პარტნიორობა.

„ეს არ არის მეგობრობა. ეს არ არის პარტნიორობა. როცა ერთი ხელით კარგ პროექტებს გვიფინანსებენ და მეორე ხელით, შავი ფულით, რომელიც არ ჩანს და დაფარულია ხდება რევოლუციების და ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება. როცა ეკითხები და კუთხეში აყენებ, 2020 წელს რატომ დააფინანსეს არჩევნების პარალელური დათვლების გაყალბება, რატომ დააფინანსეს რევოლუციური ტრენინგები, როცა სერბი მოქალაქეები იყვნენ ჩამოსული, როცა სათქმელი არ აქვთ, გამოდიან და ამბობენ, რომ დააფინანსეს მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლების ტრენინგი. ეს უხერხულობები რომ იყოს აცილებული თავიდან, ამიტომ არის საჭირო გამჭვირვალობა“, - განაცხადა კალაძემ.