2023 წელს საქართველოში გემებიდან ზღვის დაბინძურების 16 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის 2023 წლის ანგარიშშია მოცემული. 

ამავე ცნობით, 2023 წელს შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ MARPOL 73-78 კონვენციის
შესაბამისად, გარემოსდაცვითი მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული 282 გემის ინსპექტირება განხორციელდა.

პასუხისმგებელი პირები დაჯარიმდნენ - თითოეული 65 000 ლარით. გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშებულმა საერთო ოდენობამ შეადგინა 36 008 ლარი. დაწესებულია კონტროლი ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებაზე.