სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების გასახლება იგეგმება, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას 26 მარტს შეხვდა. შეხვედრაზე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მათი გადასახლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა.

„შესაძლოა, ვინმე დათანხმდეს გადასვლას, მაგრამ ამას ყველა არ ეთანხმება, თუნდაც კომპენსაცია გადაუხადონ“, - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.