თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტალიამ წლის პირველ ოთხ თვეში 2 მილიონ 66 ათას 962 უცხოელი ვიზიტორი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 14,10%-ით აღემატება.

როგორც თურქული მედია იუწყება, აპრილში ანტალიაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,86%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 61 ათას 26 შეადგინა, რაც აპრილის რეკორდული მაჩვენებელია.