ექიმი ზაზა თელია მათ, ვინც აქციაზე კანის დაზინება მიიღო, უფასო კონსულტაციას სთავაზობს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„ძვირფასო მეგობრებო, მზად ვარ, აქციაზე მიღებული ნებისმიერი კანის, კანქვეშა ქსოვილების და ლორწოვანის დაზიანების მკურნალობასთან დაკავშირებული კონსულტაცია უფასოდ გაგიწიოთ!“ - წერს ზაზა თელია.