სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ეროვნულ კატალოგში შეტანილია ქართული ვაზის 81 ადგილობრივი ჯიში.

ამავე მონაცემებით, ვაზის საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის ადგილობრივი კულტურული ჯიშების და ველური ფორმების 1000-მდე ნიმუში; ვაზის ინტროდუცირებული 500-მდე ჯიში; ფილოქსერაგამძლე ვაზის 14 ჯიშ-კლონი; 

ეროვნულ კატალოგში შეტანილია 81 ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიში;

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს ქართული ვაზის გენოფონდის დაცვის, ქართული და ინტროდიცირებული ჯიშების შესწავლა და ენოლოგიური პოტენციალის შეფასება, რის ფარგლებშიც 2023 წელს:

• გაგრძელდა ჯიღაურას საკოლექციო ბაზაზე საველე და ლაბორატორიულ პირობებში ნაკლებად ცნობილი ქართული ადგილობრივი ვაზის და ინტროდუცირებული ხეხილოვანი კულტურების ჯიშების 
გამოვლენა და სამეურნეო - ტექნოლოგიურ ბრუნვაში ჩართვა;

• თანამედროვე ჰარმონიზირებული საერთაშორისო ამპელოგრაფიული დესკრიპტორების გამოყენებით შესწავლილ იქნა კოლექციაში დაცული ქართული მცირედ გავრცელებული და იშვიათი, თეთრი 
და წითელყურძნიანი, სასუფრე და საღვინე მიმართულების ვაზის 50 ჯიში;

• განხორციელდა ფენოლოგიური დაკვირვება საკოლექციო ნაკვეთში არსებულ ვაზის ჯიშებზე;

• საკვლევი ჯიშები აღწერილ იქნა OIV -ის დესკრიპტორების შესაბამისად 50-მდე ნიშნის მიხედვით;

• მიღებული იქნა ორბელური ოჯალეშის სპონტანური მიკროფლორის ღვინის საფუარის ბიომასები;

• კვლევების მიზნით, მიღებულია 950 ლ მოცულობის წითელი და 1050 ლ მოცულობის თეთრი ღვინო