ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-2 მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 დაშავებული გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც.

„1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა განახორციელეს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის არიან სამართალდამცველები. დაშავებულთა ნაწილმა დატოვა კლინიკა და გაეწერა“,- აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.