Worlddata-ს გამოქვეყნებული მონაცემებით, მოსახლეობის IQ-ს მიხედვით, საქართველო  64-ე ადგილზეა. კვლევაში ჩართული იყო 128 ქვეყანა.

წარმოდგენილი ინტელექტის კოეფიციენტი ჩამოყალიბდა მრავალი საერთაშორისო კვლევის შედეგებით და სახელმწიფო დანახარჯების მიხედვით განათლებაზე 2000 წლიდან 2019 წლამდე.

პირველ სამეულს ჰონკონგი, იაპონია და სინგაპური ინაწილებენ. ათეულში ასე მოხვდა სამხრეთ კორეა, ნიდერლანდები, ფინეთი, კანადა, ლუქსენბურგი, გერმანია და შვეიცარია.

ბოლო ადგილს კი ნეპალი იკავებს.