პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი კიდევ რამდენჯერმე გამოიყენა. ტერიტორიაზე დაპირისპირება გრძელდება, ვითარება კვლავ არასტაბილურია.

სამართალდამცავები, მათ შორის სპეცრაზმი ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდას ცდილობს. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს ძალის გამოყენებას.

„ეს არის დარბევა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე პირიც დააკავა.

მომიტინგეები სამართალდამცავების მისამართით სკანდირებენ: "მონებო".