რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, მგზავრებს ვერ მოემსახურება – ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გაავრცელა.
„აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოები. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – ნათქვამია ინფორმაციაში.