თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები დღეს რესპუბლიკის მოედანზე 19:00 საათიდან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უცვლელია. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ არ მიიღონ კანონი ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

მომიტინგეების განცხადებით, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნებს და არ დაუშვებენ, რომ მისი მიღება მოხდეს.