სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის სავალდებულო ბალისტიკური შემოწმების ვადა გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2024 წლის 1-ელი აგვისტო.
იარაღის მესაკუთრე ვალდებულია ბალისტიკური შემოწმების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარადგინოს 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე მის სახელზე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი.
აღნიშნული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა, რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნევა და გამოიწვევს იარაღის მესაკუთრისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.
იარაღის მესაკუთრე ბალისტიკური შემოწმებისთვის დაწესებული საფასურისგან თავისუფლდება.
სანადირო ხრახნილლულიანი იარაღის სავალდებულო ბალისტიკური შემოწმების ვადა გახანგრძლივდა
პანიკის დათესვის მცდელობა, რომელიც არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან მოვისმინეთ, ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ცალსახა ღალატია - ლევან დავითაშვილი
ეს ქვეყანა მომავალში ერთად უნდა მართონ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს იწონებენ ან აპროტესტებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს - ირაკლი კობახიძე
ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას - ირაკლი კობახიძე
თუ შეთანხმებული ვეტო არ იქნება, დავძლევთ - შალვა პაპუაშვილი
კანონში ფიზიკური პირების შესახებ ჩანაწერი მეორე მოსმენისას შევიტანეთ - შალვა პაპუაშვილი