2024 წლის 1 მაისიდან საქართველოს მოქალაქეობის მსურველი პირები ცოდნის დონის შემოწმების ტესტირებას გაივლიან მოქალაქეობის მოპოვების თაობაზე განცხადების წარდგენამდე - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 მაისიდან:
· ცოდნის დონე შემოწმდება განცხადების წარდგენამდე;
· გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა იქნება შეუზღუდავი;
· ტესტირების დადებითი შედეგი ძალაში იქნება 1 წლის განმავლობაში;
· ტესტირების დადებითი შედეგის მქონე პირი შეძლებს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე განცხადების წარდგენას;
· საგამოცდო ტესტები ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე: https://sda.gov.ge/?page_id=5123
საკანონმდებლო ცვლილების მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობების გაუმჯობესება და მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის დახვეწა
საქართველოს მოქალაქეობის მსურველებმა განაცხადის წარდგენამდე ცოდნის დონის შემოწმების ტესტირებას გაივლიან
„ე.წ რუსული კანონის თანახმად, მოთხოვნისას სქესობრივ ცხოვრებაზე ინფორმაციის წარდგენა სავალდებულო ხდება“ - ტაბულა
ზოგიერთის იდეა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, სერიოზული შეცდომა იქნება - მიხაილ როთი
პანიკის დათესვის მცდელობა, რომელიც არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან მოვისმინეთ, ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ცალსახა ღალატია - ლევან დავითაშვილი
ეს ქვეყანა მომავალში ერთად უნდა მართონ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს იწონებენ ან აპროტესტებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს - ირაკლი კობახიძე
ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას - ირაკლი კობახიძე