2025 წლის აპრილში ხელფასის მიმღებთაგან 342 540-ს შემოსავლები 1200 ლარიდან 2400 ლარის ფარგლებში ჰქონდა. ამის შესახებ მონაცემები შემოსავლების სამსახურმა გამოაქვეყნა.

საანგარიშო პერიოდში 10 100-მა ადამიანმა 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აიღო.

გარდა ამისა, 363 ადამიანი 100 000 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს იღებდა, მათზე გაცემულმა დასაბეგრმა ხელფასმა ჯამში 136 მილიონ ლარს გგადააჭარბა.

აპრილში 711 555 პირის ხელფასი 1000 ლარიდან 9600 ლარამდე იყო, 30 010 ადამიანის კი 10 000-დან 100 ათასამდე ხელფასს იღებდა.