საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ჯეიმი ოლივერი სტუმრობს. ცნობილი შეფ-მზარეული  უგემრიელესი ქართული კერძების პოპულარიზაციაში საქართველოს დაეხმარება.

კულინარიული ტურის ფარგლებში, შეფ-მზარეული  გაეცნობა  ქვეყნის უნიკალურ  კულტურას, სამზარეულოს,  შეხვდება ადგილობრივ შეფ-მზარეულობს და მათგან ქართული კერძების მომზადებას ისწავლის.

ჯეიმი ოლივერის გამომწერებს,  მისი სოციალური არხებით, საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს. 

ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს,  ხოლო YouTube-ზე  6 მილიონამდე.