„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივას, - ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA-ს) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია.

„ევროპაში ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული მისიაა! “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივას.

ჩვენი ვალდებულებაა პატივი ვცეთ საქართველოს კონსტიტუციას და დავიცვათ ეროვნული ინტერესები!

ხალხის ნება ნათელია - ჩვენი მომავალი ევროპაშია!“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.