„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღესაც გაიმართება.

სტუდენტების განცხადებით, აქცია 23 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.

გუშინ, სტუდენტები,  თავდაპირველად თსუ-სთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათ აქცია „ქართული ოცნების“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზეც გამართეს.