„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები 11 მაისს დიდ მანიფესტაციას აანონსებენ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორის თქმით, 11 მაისი აქციაზე ყველა ის პირი უნდა მივიდეს, ვინც ჯერ პროტესტის გამოსახატავად არ გამოსულა.

„მინდა დაიმახსოვროთ ეს თარიღი - 11 მაისი. 11 მაისს ყველამ ერთად მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი, თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ ეს თარიღი. ყველამ ავიღოთ ეს დავალება, ის ადამიანები, ვინც ჯერ აქციაზე არ ყოფილან მოვიყვანოთ”, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ცუცქირიძემ.