„ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვასახელო, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო - არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.

საქართველოს გზა ევროპაშია.

ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის.

ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.

პ.ს მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო

მე ვარ საქართველო", - წერს ბუდუ ზივზივაძე.

საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლა სოციალურ ქსელში გააპროტესტეს გიორგი ქოჩორაშვილმა და გიორგი ჩაკვეტაძემაც.