ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ჩამოშლილია შენობაზე არსებული რკინის კონსტრუქციები.
საუბარია თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მშენებარე კომპლექსზე. ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
"კომერსანტი" დეტალების გარკვევას ცდილობს.