ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ცალკეულ მონაკვეთზე კლდის მასა ჩამოწვა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოსული კლდოვანი მასის გაწმენდითი სამუშაოების წარმოების გამო, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“,- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.