თურქეთის ავიაკომპანიამ AJet თურქეთის დედაქალაქანკარიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისიშეასრულა. რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანიაკვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.
თბილისის მიმართულებით ავიარეისების განახლებასდადებითად აფასებს ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. მისითქმით, ფრენები ხელს შეუწყობს საქართველოშიტურისტული ნაკადის გაზრდას.
„კომპანია AJet-მა საქართველოსა და თურქეთისდედაქალაქებს შორის პირველი რეისი შეასრულა. უნდააღინიშნოს ის ფაქტი, რომ თურქეთის მოქალაქეებსსაქართველოს სამოგზაურო სტატისტიკაში, პირველსამეულში ყოველთვის უჭირავთ ადგილი. AJet-ისავიარეისები, ეს ახალი მიმართულება ძალიანპოზიტიურად იმოქმედებს საქართველოს ტურისტულბაზარზე და შესაძლებელი გახდება სწორედანკარიდან საქართველოში ბევრად მეტი, როგორცსაქმიანი, ასევე ტურიზმის მიზნით მგზავრიჩამოიყვანოს“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
პირველი რეისით თბილისში ავიაკომპანია AJet-ისგენერალური დირექტორი ქერემ სარფი ჩამოვიდა. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისისსაერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისმოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აეროპორტების გაერთიანების გენერალურიდირექტორი ლევან მოსეშვილი, თურქეთშისაქართველოს ელჩი არჩილ კალანდია, სამოქალაქოავიაციის სააგენტოსა და თბილისისა და ბათუმისსაერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიაTAV Georgia-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთისდედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლისდაწყებას წინ უძღოდა მოლაპარაკებები ორი ქვეყნისმთავრობებს, მათ შორის, საავიაციო ხელისუფლებებსშორის. ავიაკომპანია Ajet - ის მიერ ანკარა - თბილისისპირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ ინფორმაციასაქართველოს პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტისასგავრცელდა. ეს საკითხი ასევე განიხილესსაქართველო - თურქეთის ეკონომიკურითანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიისსხდომაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრი მარიამქვრივიშვილი თურქეთის ტრანსპორტისა დაინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთადთანავმჯდომარეობდა. ანკარასა და თბილისს შორისპირდაპირი ფრენების დაწყება მარიამ ქვრივიშვილმაასევე „თურქეთის ავიახაზების“ ტოპ-მენეჯმენტისწარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა.
Ajet თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანის Turkish Airlines-ის შვილობილი კომპანიაა.