საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ის ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, შვეიცარიული გამოცემა Blick საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში მიმოხილულია საქართველოს ტურისტული პროდუქტები, ბუნება, კულინარია და ღვინო.
„რაც ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო საქართველოში მოგზაურობის დროს ეს ქართული კერძები და ღვინოა, ქართული სამზარეულო სიამოვნებაზე მეტია - ის ცოცხალი კულტურაა“- წერს Blick.
სტატიაში აღწერილია საქართველოში ღვინის წარმოების 8 ათასწლოვანი ტრადიცია, ქვევრში ღვინის მომზადების წესებით. ავტორი შვეიცარიელ მკითხველს აცნობს მარანში მიღებულ შთაბეჭდილებს, ასევე ქართულ ეროვნულ კერძებს.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს