2023 წელს კლიმატური კატასტროფებით ყველაზე მეტად აზია დაზარალდა. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აქვეყნებს

ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს აზიაში 79 წყალთან დაკავშირებული კატასტროფა მოხდა, რომელთა 80%-ზე მეტი წყალდიდობა იყო, რასაც საერთო ჯამში, 2 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ანგარიშის თანახმად, იაპონიაში ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხული დაფიქსირდა, ჩინეთის დიდ ნაწილში გვალვა იყო. ასევე დაჩქარებული ტემპით ლღვება აზიის მყინვარების უმეტესობა.