2025 წლის პირველ სამ თვეში 300 მილიონზე მეტმა ტურისტმა განახორციელა საერთაშორისო მოგზაურობა, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით, ანუ 14 მილიონით მეტია, – იუწყება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია – UN Tourism.
„2025 წლის პირველ სამ თვეში 300 მილიონზე მეტმა ტურისტმა იმოგზაურა საერთაშორისო მასშტაბით, რაც დაახლოებით 14 მილიონით მეტია 2024 წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით. ეს 5%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით და 3%-ით მეტია პანდემიამდე ბოლო წლის, 2019 წლის მაჩვენებელზე. მაღალი მაჩვენებლები მიღწეული იქნა გეოპოლიტიკური და სავაჭრო დაძაბულობის, ასევე მაღალი ინფლაციის მიუხედავად, რამაც გავლენა მოახდინა ტურისტულ სფეროში მომსახურებაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.
UN Tourism–ის მონაცემებით, წლის პირველ სამ თვეში ევროპას 125 მილიონი საერთაშორისო ტურისტი ეწვია, რაც 2%-ით მეტია 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით და 5%-ით მეტია პანდემიამდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სამხრეთ ხმელთაშუა ზღვაში ჩასვლები 2%-ით გაიზარდა, რაც ასახავს სეზონურ პერიოდში მოგზაურობის მზარდ მოთხოვნას.
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა (+8% 2024 წელთან შედარებით), განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებს.
აფრიკაში ჩასვლის მაჩვენებელი პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. ამერიკაში საერთაშორისო ჩამოსვლები 2%-ით გაიზარდა, სამხრეთ ამერიკის რამდენიმე მიმართულებამ ზაფხულის სეზონზე კარგი მაჩვენებლები აჩვენა (+13%).