საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზით, დევნილები უკრაინაში დაბრუნებას 2024 წლიდან დაიწყებენ, 2028 წლისთვის კი ქვეყნის მოსახლეობა 33,4-დან 36 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება.

ამ ინფორმაციას შეიცავს სსფ-ს აპრილის თვის ანგარიში სახელწოდებით, „მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, უკრაინის მოსახლეობამ კლება 2021 წელს დაიწყო და 41 მილიონ ადამიანამდე ჩამოვიდა. კლება 2022 და 2023 წლებშიც გაგრძელდა და მოსახლეობის რაოდენობა, შესაბამისად, 35 მილიონ და 33,2 მილიონ ადამიანამდე შემცირდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სამომავლოდ, მოსახლეობის ასეთ რაოდენობას პროგნოზირებს:

  • 2024 წელი - 33,4 მილიონი ადამიანი;
  • 2025 წელი - 34,3 მილიონი ადამიანი;
  • 2026 წელი - 35,1 მილიონი ადამიანი;
  • 2027 წელი - 35,8 მილიონი ადამიანი;
  • 2028 წელი - 36,0 მილიონი ადამიანი.

სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ უკრაინაში ლტოლვილების დაბრუნების პროცესი ნელი ტემპით წარიმართება.