Amazon-ს ბიზნეს პროცესებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების შედეგად, გარკვეული ტიპის დავალებების შესასრულებლად ნაკლები ადამიანი დასჭირდება, - ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ჯასიმ განაცხადა.
ჯესიმ განმარტა, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვამ კომპანიაში „სამუშაო პროცესის შესრულების წესი უნდა შეცვალოს“.
„გარკვეული ტიპის სამუშაოს შესასრულებლად ნაკლები ადამიანი დაგვჭირდება, ზოგისთვის კი მეტი“, - წერს Amazon-ის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ გრძელვადიანი შედეგების პროგნოზირება რთულია.
ცნობისთვის, კომპანიამ 2022 წლის შემდეგ 27 000 თანამშრომელი გაათავისუფლა.