ამერიკელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის სანაპიროზე ნავსადგურის მშენებლობა დაასრულეს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
„სავარაუდოდ, სატვირთო მანქანები, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება გადააქვთ, ნაპირზე გადაადგილებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. დახმარებას გაერო მიიღებს და ღაზის სექტორში მის განაწილებას კოორდინაციას გაუწევს“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას გაერო-ს რომელი სააგენტო უზრუნველყოფს.