რუსი, ამერიკელი და იაპონელი ასტრონავტები, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (МКС) ბორტზე იმყოფებიან პირველად ჩაატარებენ ექსპერიმენტს და უწონადობაში ლუდის მოხარშვას შეეცდებიან. ინფორმაციას ამერიკული კომპანია Starbase Brewery ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, NASA-ს მისია Crew-11-ის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადაზიდული ორი ტვირთიდან ერთ-ერთი არის პროექტი MicroBrew-1, რომლის მიზანიც მიკროგრავიტაციის პირობებში დუღილის პროცესის დაძვრაა.
მეცნიერები კვლევას იმის გასარკვევად ატარებენ, თუ როგორ რეაგირებენ საფუარები გრავიტაციის არარსებობასა და კოსმოსურ რადიაციაზე. მიღებული მონაცემები მომავალში შეიძლება გამოყენებულ იყოს კოსმოსში პროდუქციისა და სასმელების წარმოების ახალი მეთოდების შექმნისთვის.
პროგრამის ფარგლებში, კომპანია მუშაობს პროექტზე სახელწოდებით OASIS, რომლის მიზანია შეისწავლოს, შესაძლებელია თუ არა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანა დედამიწის ფარგლებს გარეთ. კვლევები მიზნად ისახავს შეეცადონ ქერის მოყვანას ამ პირობებში, რათა შეფასდეს აგროტექნოლოგიების პერსპექტივები კოსმოსში.