გერმანულმა კომპანია Autodoc-მა, ევროპაში ავტონაწილების უმსხვილესმა ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანიამ, IPO გადადო.
კომპანიამ გადაწყვეტილების მიზეზი არ დაასახელა, თუმცა, მის განცხადებაში ნათქვამია, რომ IPO უფრო გვიან პერიოდში, კომპანიისა და აქციონერების მიერ განხილვაზე რჩება.
კომპანიის აქციების საჯაროდ განთავსება ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე 25 ივნისს იყო დაგეგმილი. Autodoc-ს დაახლოებით 6.6 მილიონი აქციის განთავსება ჰქონდა დაგეგმილი. საწყისი ფასის დიაპაზონი აქციაზე 58-61 ევრო იყო, რომელიც ორშაბათს 58-59 ევრომდე შეიცვალა.