აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ აცნობა კონგრესს, რომ პრეზიდენტი ისრაელისთვის ახალი იარაღის შესაძენად, $1 მლრდ-ზე მეტის გამოყოფას აპირებს. ამის შესახებ Wall Street Journal ინფორმირებული წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მათი თქმით, საუბარია 700 მილიონი დოლარის ტანკების, საბრძოლო მასალის, 500 მილიონი დოლარის ტაქტიკური მანქანების და 60 მილიონი დოლარის ნაღმსატყორცნი ჭურვების მიწოდებაზე.
აღნიშნულია, რომ საბრძოლო მასალა გამიზნულია „ჰამასთან“ ომის დროს გამოყენებული მარაგის შესავსებად.
გასულ კვირას ბაიდენმა განაცხადა, რომ ის შეწყვეტდა ისრაელისთვის იარაღის გადაცემას, თუ ის რაფაში სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა.