გერმანული პრემიუმ კლასის და ძვირად ღირებული მანქანების მწარმოებელი BMW დამატებით 20 მილიარდ იუანის (2,8 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციას ახორციელებს ელექტრომობილების წარმოების ბაზის გასაფართოებლად ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ შენიანში. ამის შესახებ Reuters იუწყება.

შედეგად, BMW-ს მთლიანი ინვესტიცია ჩინურ ქარხანაში იქნება დაახლოებით 105 მილიარდი იუანი (14 მილიარდ დოლარზე მეტი) იქნება.

ამ თანხებით, კომპანია გეგმავს 2026 წლის ბოლოსთვის სიმძლავრის შექმნას, რათა აწარმოოს თავისი ყველაზე პოპულარული დიდი კლასის Neue Klasse (ახალი კლასი) სედანები ელექტროძრავებით (ელექტრომობილები) და გადალახოს ტექნოლოგიური უფსკრული კონკურენტებთან.

ახალი ამბები მას შემდეგ გახმაურდა, რაც Zipse-ის და რამდენიმე სხვა მსხვილი გერმანული კორპორაციის ხელმძღვანელები კანცლერ ოლაფ შოლცს ახლდნენ თან 3-დღიანი ვიზიტისას ჩინეთში.

ჩინეთთან ურთიერთობაში ბერლინი ცდილობს ერთდროულად შეინარჩუნოს და გააფართოოს გერმანული ბიზნესის ყოფნა ჩინურ ბაზარზე და შეამციროს რისკები, ძირითადად, ჩინეთთან ვაჭრობაზე გერმანიის გადაჭარბებული დამოკიდებულების გამო.